12:58 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 18:38:22, 2825 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანის რეპრესიების გამო, თურქეთიდან გაქცეული ოჯახი, ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს

კუნძულ ლესბოსზე თურქეთის 5 მოქალაქის ცხედარი იპოვეს, რომლებმაც ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის რეპრესიების გამო სამშობლო დატოვეს, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბერძენმა სამართალდამცველებმა 40 წლის ჰუსეინ მადენის, მისი მეუღლის და 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს.

როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, გარდაცვლილებმა თურქეთი დევნის გამო დატოვეს. ისინი ნავით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ნავი აყირავდა. სწორედ ეს გახდა მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი.

მედიის ცნობით, ჰუსეინ მადენი და მისი მეუღლე თურქეთში მასწავლებლებად მუშაობდნენ. გარდაცვლილთა შორის არიან მათი შვილები: 13 წლის, 10 წლის და 7 წლის.

მადენი მეუღლესთან ერთად 2016 წელს სამხედრო პუტჩის დროს გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად მათ მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირი დაუსახელეს.

აღნიშნული ოჯახის გარდაცვალების ფაქტს ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი გამოეხმაურა: "რამდენი ბავშვი უნდა დაიხრჩოს ზღვაში, იმისათვის, რომ თურქეთში ბოლოს და ბოლოს დემოკრატია და კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს?"

ფაქტი უფლებადამცველმაც შეაფასა: "ზღვამ მათი ცხედრები კი არ გამორიყა, სინამდვილეში ეს ჩვენმა ადამიანურმა ღირსებამ განიცადა კრახი".

ცნობისთვის, გუშინ თურქეთის ხელისუფლებამ კიდევ 99 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ. ქვეყნის პრეზიდენტი 2016 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში სწორედ გიულენს ადანაშაულებს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics