19:15 - 27 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 14:17:39, 1981 ნახვა

ეკონომიკა
საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არსებული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებულ დღგ-ის გადამხდელებს, რომლებიც საქართველოში არ ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და არ აქვთ მუდმივი დაწესებულება დადგენილი წესით დაუბრუნდებათ საქართველოში დღგ-ის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა. ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებულ ბიზნესებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას;

იმიჯნება აქციზით დაბეგვრის ობიექტი სპირტიან სასმელებზე. კერძოდ, ეთილის სპირტად ჩაითვლება ყველა  სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 22%-ს;   

აქციზისაგან გათავისუფლდება ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული საქონელი;

იცვლება მგზავრთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დამატებული ღირებულების გადასახადის, იმპორტის გადასახადის და აქციზისაგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები და იგი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირში დადგენილ ლიმიტებთან. აღსანიშნავია, რომ იმპორტი უნდა ხორციელდებოდეს პირადი მოხმარების მიზნით და არ უნდა ჰქონდეს სამეწარმეო ხასიათი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Global Finance-მა BOG საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
მამუკა მდინარაძე – შეიძლება, ბიზნესში მოვსინჯო ჩემი ძალები
მდინარაძე: ივანიშვილი და კობახიძე თავიდანვე არ დამთანხმდნენ, მაგრამ დავარწმუნე
მდინარაძე: ვტოვებ თანამდებობას, პრინციპში პოლიტიკასაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics