21:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 13:41:19, 1625 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგი საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

თბილისის პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება. განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს.

ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებს აღმოსავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორებს აცნობს.

კობახიძე ამ წუთებში  საქართველოს პარლმენტის მიერ უკვე მიღებულ დოკუმენტს მიმოიხილავს და რეფორმის ძირითად მიზნებზე საუბრობს.

მოგვიანებით ის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე  ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

„საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ვიტყოდი, რომ იყო ზედმეტად პოლიტიზებული და აქედან გამომდინარე სამწუხაროდ,  რ დარჩა სივრცე იმისათვის, რომ აკადემიური ტიპის  განხილვები მოგვეწყო  კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო  რეფორმასთან დაკავშირებით.  დღეს გვაქვს ამის საშუალება, რომ ერთიანად მიმოვიხილოთ  ის საკონსტიტუციო რეფორმა,  რომელიც  განხორციელდა  საქართველოში. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის იმ ცვლილებების განხილვა, რომელიც  შედის საკონსტიტუციო  პაკეტში.  როგორც მოგეხსენებათ შედის ხუთი ცვლილება  კონსტიტუციაში, რომელიც  გამომდინარეობს ჩვენი შეთანხმებიდან.  ამ შეთანხმების საფუძველს და მიზეზსაც  თქვენთან ერთად განვმარტავ, მაგრამ ამასთან ერთად მინდა განვიხილო მთლიანად ის პაკეტი, რომელიც  დამტკიცდა  საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით, რომელიც  უკვე ამოქმედებულია და სრულად შევა ძალაში  მას შემდეგ რაც ფიცს დადებს  მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტი“,-განუცხადა პროფესორ-მასწავლებლებს ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics