13:17 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 13:03:02, 1223 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ფრანგულ ფრეგატზე გამართულ მიღებას დაესწრო

ბათუმის პორტში საფრანგეთის სამხედრო ხომალდი „გეპრატი“ შემოვიდა.

ფრანგულ ფრეგატზე გამართულ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. გემის მეთაურმა, I რანგის კაპიტანტმა ჟაკ მალარმა თავდაცვის მინისტრს სამხედრო ხომალდი დაათვალიერებინა და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტის ფარგლებში ერთობლივი სახომალდე სწავლებები გაიმართება, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ასევე ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ელემენტებს მოიცავს.

„ფრანგული სამხედრო ხომალდის სტუმრობა საქართველოში საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითია. მსგავსი ვიზიტები საქართველოს მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ინტერესს და მხარდაჭერას ადასტურებს და თანამშრომლობა საფრანგეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

ხომალდი „გეპრატი“ ერთ-ერთია „ლა ფაიეტის“ კლასის იმ უმსხვილესი გემებიდან, რომელსაც საფრანგეთის ეროვნული საზღვაო ფლოტი ფლობს. გემი 1999 წლის 3 დეკემბერს შევიდა ექსპლუატაციაში და პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი გმირის, ვიცე-ადმირალის, ემილ გეპრატის პატივსაცემად, მისი სახელი ეწოდა. დღეს ხომალდის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სპეციალური თუ ჰუმანიტარული მისიის შესრულება და საზღვაო ვაჭრობის ხელშეწყობაა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics