12:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 15:27:08, 2763 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის სასამართლო მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, სააკაშვილის სარჩელს, 21 დეკემბერს განიხილავს

უკრაინის სასამართლო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულების გაუქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელს, 21 დეკემბერს განიხილავს, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საქმე ეხება პეტრო პოროშენკოს განკარგულებას, რომლის საფუძველზეც ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

მედიის ცნობით, სასამართლო პროცესი 21 დეკემბერს ადგილობრივი დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სარჩელი, წარმოებიდან მოხსნა. მედიის ცნობით, მოსამართლე ტატიანა შიპულინა, რომელსაც  ყოფილი პრეზიდენტის საჩივარი უნდა განეხილა, უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოდან პეტრო პოროშენკოს განკარგულებით ახალ უზენაეს სასამართლოში გადადის სამუშაოდ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics