17:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 20:01:23, 436 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად მიმდინარე პროგრამის შედეგებს წარადგენს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხვალ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. 

ღონისძიება 13:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება. 
პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი იანოშ ჰერმანი და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის მოადგილე დიანა დურიჩი დაესწრებიან. 
პროექტი 2012 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის პროგრამა უკვე დაეხმარა 400-ზე მეტ ბავშვსა და მათ ოჯახებს  თბილისსა და ქუთაისში. კერძოდ, დაარსდა მომსახურებები და მექანიზმები, რომლებიც გამოავლენენ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, სთავაზობენ მათ დაუყონებლივ დახმარებასა და დაცვას და მუშაობენ მათთან და მათ ოჯახებთან. რათა მოხდეს ამ ბავშვების ჩართვა არსებულ სოციალურ და ბავშვთა დაცვის მომსახურებებში, როგორებიცაა მინდობითი აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლი ან მოხდეს მათი რეინტეგრაცია ბიოლოგიურ ოჯახში.
პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, თბილისის მერია, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები - ,,ვორლდ ვიჟენ”, ,,კარიტას საქართველო” და ,,ბავშვი და გარემო”.
„ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვები ვერ იღებენ განათლებას, სათანადო სამედიცინო მომსახურებას და ხშირად არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ისინი შესაძლოა ძალადობის მსხვერლნიც გახდნენ. მიზეზები, რის გამოც ბავშვები ქუჩაში გადიან სხვადასხვაგვარია: ესაა სიღარიბე და მასთან შეჭიდული სხვა პრობლემები, როგორებიცაა ბავშვთა მიმართ ძალადობა, დისფუნქციური ოჯახები, საცხოვრებლის პრობლემა, სოციალური მომსახურებებზე წვდომის არქონა. 
მნიშვნელოვანია სახელმწიფოში შეიქმნას ძლიერი სოციალური დაცვის და ბავშვის ძალადობისაგან დაცვის მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება ყველაზე დაუცველ ბავშვებს და მათი ქუჩაში გასვლის პრევენციას მოახდენს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics