21:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 08:55:54, 1860 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰელსინკიში მეორე ოფიციალური შეხვედრები გამართა

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის წევრები ფინეთის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კარი ტოლვანენს და კომიტეტის წევრებს ანტერო ლაუკკანენს და მარია ტუოკილას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ქართული მხარე ფინეთის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობას და ფინეთის კანონშემოქმედებით პროცესს გაეცნო. 

შეხვედრა გაიმართა ასევე ფინეთის პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილესთან ტიმო ტუოვინენთან, სადაც საუბარი საკანონმდებლო პროცედურებში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ საკითხებს შეეხო. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა ქართული დელეგაცია ლანჩზე მიიწვია.

დღესვე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე თავის ფინელ კოლეგას, ფინეთის პარლამენტის აპარატის გენერალურ მდივანს ქალბატონ მაია-ლეენა პაავოლას შეხვდა. პარალერულ რეჟიმში,  საპარლამენტო დელეგაცია ფინეთის პარლამენტის აუდიტის კომიტეტის შეხვდა  საქმიანობას და ფუნქციებს გააცნო.

დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ბოლო შეხვედრა სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა, სადაც ქართულ დელეგაციას სამინისტროს მრჩეველმა მერია ჰაიკკონენმა და ადვოკატმა კირსი-მარია მალმლუნდინმა უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი თემა  ფინეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები  და მათთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები იყო.

ფინეთში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ვიზიტი ორგანიზებულია ევროკავშირის (EU)   და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" და ფინეთში საქართველოს საელჩოს მიერ

​ 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics