|
2017-11-22 18:36:25, 1973 ნახვა
საზოგადოება
მერია სპეცოპერაციის ადგილიდან გამოყვანილ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს
„ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. „მწუხარებას გამოვთქვამ სპეცდანიშნულების რაზმის წევრის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ამ ეტაპზე, რაც ყველაზე მთავარია, სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გვინდა, დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ ყურადღების მიღმა არცერთი მათგანი არ დარჩება. მერია, რასაკვირველია, საკუთარ მოსახლეობაზე იზრუნებს და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის დროებით საცხოვრებელ ფართებს აუცილებლად უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, მათ, ვინც თავშესაფარს საჭიროებს, ისნის გამგეობას მიმართოს, რათა რეგისტრაცია დროულად მოხდეს. „ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართის საჭიროება, ისნის გამგეობას დროულად მიმართოს, რათა მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა მოხდეს. ისნის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას ნომრებზე: 2 37 50 29, 599 53 70 40; ასევე, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)