2017-11-22 18:34:06, 1987 ნახვა
საზოგადოება
ბერი ანდრია სალოსის გამზირზე კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბერი ანდრია სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარედ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ბერი ანდრია სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 20 საათზე მეტი მიმდინარეობდა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს და ხელყუმბარები ისროლეს.
სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე პირი დაიჭრა, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.
ავტორი: ,