2017-11-22 13:57:55, 1880 ნახვა
საზოგადოება
ბოკერია სპეცოპერაციაზე: ხელისუფლებისგან ველით ინფორმაციას თუ რასთან გვაქვს საქმე
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა.
„არ ვფლობთ ინფორმაციას რომ ახლა დასკვნები გავაკეთოთ, მითუმეტეს სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პირველ რიგში გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ დაჭრილ სპეცრაზმელს და იმედი ვიქონიოთ, რომ სწრაფად დასრულდება სპეცოპერაცია, მსხვერპლის გარეშე. შემდეგ ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან, ეს სერიოზული ამბავია და და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს რასთან გვაქვს საქმე“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ავტორი: ,