01:17 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 13:41:58, 2109 ნახვა

ეკონომიკა
ქართული კომპანიები „Caspian-Black Sea Forum 2017“ მონაწილეობენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლები 22 ნოემბერს, რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ ღონისძიებაში „Caspian-Black Sea Forum 2017,”  მონაწილეობას მიიღებენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებულ ღონისძიებზე, რომელსაც 40-ზე მეტი რუმინული კომპანია დაესწრება, 5 ქართული ექსპორტიორი კომპანიის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი:  შპს „ზეარისი“,  შპს  „სნო“,  შპს  „ნატახტარი“,  შპს  „ნუგბარი“, და შპს  „გემუანი“.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, 4 ქვეყნის საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და თურქმენეთის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ თითოეული ქვეყნის ბიზნესგარემოს, საინვესტიციო კლიმატსა და იმ მექანიზმებს, რასაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

„Caspian-Black Sea Forum 2017“ ფორუმის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მნიშვნელოვანი ბიზნეს შეხვედრები რუმინულ კომპანიებთან წარმოებისა და ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის (BPO)  მიმართულებით.

 „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და განვითარება.

 ეს მიმართულება ითავსებს  მოდერატორის ფუნქციას უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics