|
2017-11-21 21:49:35, 2255 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: გულწრფელად მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს მორჩილი და მას ოფისსაც გაუთბობენ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა „რეაქციაში“ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეზიდენციის კომუნალური ხარჯები არა მისი, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის არის. „ერთადერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობა ჩემი სახლის გათბობას, დედაჩემის და მამაჩემის სახლის გათბობას და კიდევ რამდენიმე ოჯახის კომუნალურ ხარჯებს ჩემი ჯიბიდან ვიხდი და არა სახელმწიფოს ჯიბიდან. მეც ისევე ვიცი რა არის გამთბარი ოთახის ფასი, იმიტომ რომ ან ერთი ოთახი უნდა გაათბო ან ეს შესაბამისად შენი გადასახდელია. ჩემი ხელფასის 30% ამაზე მიდის ზამთარში. მაგრამ ის როგორც არის დალაგებული, დახატული და ნაჩვენები, ეს არ არის ჩემი გათბობა. ეს არ არის ჩემი ელექტროენერგია, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ინტიტუტის, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ შენ უნდა მიიღო სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, უნდა აწარმოო პოლიტიკური პროცესი და ა.შ. თქვენც გესმით, მეც მესმის და ცოტა ვისაც მედიასა და პიარში ჩაუხედავს, კარგად ესმის, რომ ასე გამოხშირვა და ამაზე პროჟექტორის მინათება, პოლიტიკური კონტენტისა და შინაარსის მატარებელია“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მარგველაშვილის თქმით, ის რომ ყოფილიყო მეგობრული და არ ჰქონოდა განსხვავებული პოზიცია, საინტერესოა თუ დაითვლიდნენ რეზიდენციის ხარჯებს. „ეს 195-ე სერიაა, სერიიდან პრეზიდენტმა ნახოს თავისი ადგილი, ხმას ნუ იღებს. მე რომ ვყოფილიყავი მეგობრული და არ მქონოდა განსხვავებული პოზიცია, დაითვლიდნენ ამ ხარჯებს. ხარჯებს, რომელიც ჩემი გაწეული არ არის?! ეს ხომ არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები, სხვა უწყების ხარჯებია - სახელმწიფო დაცვის სამსახურის. მეც პირველად ვნახე, წარმოდგენაც არ მქონდა და მეც კითხვა გამიჩნდა - რატომ ამდენი? ეს ხომ იმიტომ არის, რომ გულწრფელად მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს მორჩილი და მორჩილ პრეზიდენტს ოფისსაც გაუთბობენ, პრობლემებსაც არ შეუქმნიან. გულწრფელად გონიათ. გულწრფელობაა ამ დგომარეობის, რომ შენ ხმა არ უნდა ამოიღო, შენი საქმე ისაა, რომ კმაყოფილი იყო შენი სამსახურით და კარგად იქნები. ეს დამოკიდებულება ჩანს ამ ყველაფერში. მოდი რა, რა საჭიროა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რას გვიკეთებს, არაფერს კარგს არ აკეთებს ქვეყნისთვის, ეს ხომ გულწრფელი დამოკიდებულებაა იმ ადამიანების, რომლებსაც არ ესმით, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტიც, მთავრობაც, პარლამენტიც, სასამართლოც, მედიაც იმისთვისაა, რომ შექმნას ბალანსი და თუ არ იქნება ბალანსი, ეს 4, 5 ან 2 მილიონი კი არა, მთელი სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ქვეყანაში. ეს არის ის ჭეშმარიტებები, სადამდეც ჩვენზე ბევრად უფრო მერკანტილური საზოგადოებები მივიდნენ“,-დასძინა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)