|
2017-11-21 20:01:50, 2551 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ალენ პიუ იქნება
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი ერთ-ერთი სპიკერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ალენ პიუ იქნება ალენ პიუ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წლის 15 ნოემბერს დაიკავა. მის მოვალეობაში შედის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში(EBRD) გაწევრიანებული 36 ქვეყნისათვის საბანკო ინვესტიციების წარმატებით მიწოდება, საკონსულტაციო საქმიანობის გაწევა და აღნიშნულ საქმიანობაში პოლიტიკის ჩართულობის უზრუნველყოფა. ის აღმასრულებელი კომიტეტისა და სხვა ხელმძღვანელობითი ფორუმების წევრია. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, ალენი მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, სადაც ის კოორდინირებას უწევდა ბანკის სტრატეგიებისა და პოლიტიკის ჩართულობას, მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან დაფინანსების მოძიებას და ზედამხედველობას, მნიშვნელოვან საგარეო პარტნიორებთან ერთად. მას შემდეგ, რაც მუშაობა პარიზში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ინსპექციაში დაიწყო, ალენი EBRD-ის 1992 წლის ივნისს უფროსი ბანკირის სახით შეუერთდა. წლების განმავლობაში იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: პოლონეთის სახელმწიფო დირექტორი, ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ბიზნეს ჯგუფის დირექტორი, მმართველი დირექტორი მოსკოვში, სამრეწველო, ვაჭრობის და აგრობიზნესის დირექტორ-ხელმძღვანელი. 2014 წლიდან მუშაობდა ბანკის პირდაპირი წილებისა და კაპიტალის დაფინანსებაზე სექტორებისა და რეგიონების მასშტაბით. ალენ პიუ განათლება პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლაში, ბიზნესის უმაღლეს სკოლასა და საფრანგეთის კავალერიის სკოლაში მიიღო. (NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)