|
2017-11-21 17:09:27, 1344 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში ესპანეთის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ცეზარ გუტიერეს დე ლა კამარა არას უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ესპანელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ესპანეთის თავდაცვის ატაშეს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოს შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილი. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკ ცეზარ გუტიერეს დე ლა კამარა არას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ესპანელი ექსპერტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ესპანეთის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)