2017-11-21 10:53:17, 1656 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები დღეს პროკურატურასთან აქციას გამართავენ
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქცია დღეს, 11:00 საათზე, დაიწყება.
დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია რამდენჯერმე გამართეს.
მათ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. ისინი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ.
ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ „ბავშვთა სამყაროს“ ხელმძღვანელი პირების მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.
ავტორი: ,