12:58 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 10:25:45, 3350 ნახვა

სამხედრო
ამერიკა საქართველოს Javelin-ის სარაკეტო კომპლექსებს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის Javelin-ის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახე ინფორმაციას ამერიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტო ავრცელებს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკის ღირებულება 75 მილიონ დოლარს აღწევს. 

“საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ანტისარაკეტო კომპლექს Javelin-ის 410 რაკეტის, 72 სამიზნე-გამშვები ბლოკის, 10 სასწავლო კომპლექსისა და 70 ჭურვის შეძენა. ამერიკის მთავრობა მზადაა, საქართველოში ტექნიკის ტრანსპორტირება და მისი მომსახურება უზრუნველყოს. საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ხარჯზე იარაღის ეს მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. შეიარაღების გაყიდვა რეგიონში არსებულ ძალების სამხედრო ბალანსს არ შეცვლის“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გარდა ამისა, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იარაღის მიწოდების შესახებ გარიგება დასრულებული არ არის და მისი გადახედვა კონგრესს შეუძლია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები ახალ სეზონს
ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics