2017-11-21 09:37:35, 2122 ნახვა
სამართალი
ბათუმში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
ბათუმში, თამარისის დასახლებაში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც უკანონო არქეოლოგიურ სამუშაოებს ან არქეოლოგიური ობიექტის დაზიანებას გულისხმობს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
ცნობისთვის, თამარის დასახლებაში საკანალიზაციო მილების სამუშაოების დროს კომპანია „ფაიფერი და გზის“ თანამშრომლებმა ქვევრი იპოვეს.
მუშებმა ქვევრი ხელით, შემდგომ კი მძიმე ტექნიკით დააზიანეს.
ქვევრი სავარაუდოდ, მე-11-12 საუკუნით თარიღდება.
ავტორი: ,