2017-11-21 09:25:54, 2407 ნახვა
საზოგადოება
უკრაინიდან დეპორტირებული ქართველი ოპერატორი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს
უკრაინიდან დეპორტირებული, „რუსთავი 2“-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.
როგორც შავშვიშვილი ამბობს, უკრაინიდან მისი გამოძევევა უკანონო იყო.
„უკრაინიდან ჩემი გამოძევება უკანონო იყო, უკრაინაში მუშაობენ იურისტები, რათა სამართლიანობას მიაღწიონ. თუ უკრაინაში სამართლიანობას ვერ მივაღწევთ, აუცილებლად სტრასბურგის სასამართლოში შევიტანთ სარჩელს,“ - განუცხადა „რუსთავი 2“-ს თამაზ შავშიშვილმა.
ცნობისთვის,უკრაინიდან დეპორტირებული ოპერატორი საქართველოში 19 ნოემბერს ჩამოვიდა.
ავტორი: ,