2017-11-17 18:51:12, 2904 ნახვა
პოლიტიკა
საკრებულომ ნიკოლოზ ჭონქაძის კანდიდატურა დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკოლოზ ჭონქაძე დაამტკიცა. მას მხარი 38-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1-მა თავი შეიკავა, ხოლო 1-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ სხდომა კენჭისყრის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი ნიკოლოზ ჭონქაძის,<დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
მათი თქმით, ნიკოლოზ ჭონქაძე გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს.
ავტორი: ,