|
2017-11-17 18:26:22, 4493 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საკრებულომ მერის მოადგილეები, რაიონების გამგებლები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები დაამტკიცა
საკრებულომ თბილისის მერის მოადგილეების, რაიონების გამგებლობისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. საკრებულომ ვიცე-მერის პოსტზე დაამტკიცა ირაკლი ხმალაძე, ასევე მოადგილეები მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი. კალაძის მეხუთე მოადგილე ილია ელოშვილი იქნება, თუმცა მისი წარდგენა მოგვიანებით მოხდება, რადგან ამ დროისთვის ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობას ასრულებს. მას შემდეგ კი, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება, ელოშვილი მუშაობას მერიაში გააგრძელებს. რაც შეეხება რაიონების გამგებლებს, საბურთალოს რაიონის გემგებელი გაიოზ ვასაძე გახდა, ვაკის რაიონის - ნოდარ ტურძელაძე, ჩუღურეთის რაიონის - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის რაიონის - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის - ირაკლი ხელაძე, გლდანის - ბექა მიქაუტაძე, კრწანისის - ლევან ჯაფარიძე, მთაწმინდის - დავით კირკიტაძე, ისნის - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონი გამგებელი კი, დავით კერესელიძე გახდა. ამასთან, თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჭიღლაძეა გახდა; იურიდიულ საქალაქო სამსახურის - სერგო ბირკაძე; საფინანსო საქალაქო სამსახურის - გაიოზ თალაკვაძე; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის - გიორგი ბაგრატიონი; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის - გელა ჩივიაშვილი; კულტურის საქალაქო სამსახურის - სოფიო ხუნწარია; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის - ირაკლი გვილავა; ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის - მამუკა მუმლაძე; ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის - გიგა გიგაშვილი; შესყიდვების საქალაქო სამსახურის - გიორგი პაპავა; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის - გივი კუბლაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის - ნიკოლოზ ჭონქაძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის - ანდრია ბასილაია.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)