|
2017-11-17 16:09:46, 1684 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი დაზღვევა“ პროექტ „ჩართე“-ს მხარდამჭერია
"თიბისი დაზღვევა" პროექტ „ჩართე"-ს მხარდამჭერი ხდება. თიბისი დაზღვევა პროექტ „ჩართე"-ს მხარდამჭერი ხდება. პროექტს საგანმანათლებლო ფონდი "Educare Georgia" ახორციელებს. ვებ გვერდის www.charte.ge მეშვეობით ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას შეუძლია გახდეს მხარდამჭერი და სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ სკოლის ასაკის ბავშვებს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი ან კომპიუტერის შეძენა დაუფინანსოს. "Educare Georgia"-ს წარმომადგენლის გიორგი ჯიბლაძის თქმით ფონდის მისია ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. „დღეს საქართველოში ბავშვების დაახლოებით 20%-ს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. ჩვენ გვინდა თამანედროვე სამყაროს დანახებით მათ მეტი ცოდნის მიღების სურვილი გავუღვივოთ. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ საჭიროა მსგავსი პროექტების განხორციელება" პირველ ეტაპზე პროექტი წეროვანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაში ხორციელდება. ის 10-12 კლასის მოსწავლეთათვის არის გათვლილი, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ვერ ახერხებენ, სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას. ამ დროისთვის შემოსული დაფინანსებით მოხერხდა ქსელში 61-დან 35 ბავშვის ჩართვა. თიბისი დაზღვევამ პროექტის ფარგლებში დევნილთა დასახლება ფრეზეთი ჩართო და ბავშვებს კომპიუტერები შეუძინა. როგორც თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით კიღურაძე ამბობს - "ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტი "ჩართეს", როგორც მომავალი თაობის განვითარებისთვის ძალიან საჭირო ინიციატივის მხარდაჭერა. დღეს, როდესაც სამყარო ასე სწრაფად ვითარდება, უბრალოდ აუცილებელია, ყველა ბავშვს ჰქონდეს ინფორმაციის წყარო განთლების მისაღებად, ინტერნეტთან წვდომა მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის ტოლფასია." პროექტზე მეტი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია „ჩართე"-ს ვებ გვერდზე www.charte.ge. (R)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)