18:20 - 08 May, 2026
|
2017-11-17 13:31:15, 1981 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ანაგაში სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს
კახეთში, სოფელ ძველ ანაგაში, სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით დაგეგმილია, როგორც ფოლადის სადაწნეო, ასევე, გამანაწილებელი მილსადენის მოწყობა. დამონტაჟდება წყალმიმღები კვანძი, ტუმბო აგრეგატები და რეზერვუარი. სამუშაოები ითვალისწინებს სატუმბი ტერიტორიის შემოღობვას. ჩატარდება სატუმბი სადგურის ელექტროენერგიით უზრულველსაყოფი ღონისძიებები. განხორციელებული პროექტის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი. პროექტს, რომლის ღირებულება 2 413 700 ლარია, სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)