20:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 09:17:45, 1922 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის ახალ წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად დღეს წარადგენს

თბილისის მერი კახა კალაძე  დედაქალაქის ახალი მთავრობის წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად დღეს წარადგენს.

საკრებულოს სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.

ახალ მერს სულ 5 მოადგილე ეყოლება. ვიცე-მერის პოსტზე კალაძემ ირაკლი ხმალაძე წარადგინა, ხოლო მოადგილეებად: მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი. მეხუთე მოადგილე ილია ელოშვილი იქნება, თუმცა მისი წარდგენა მოგვიანებით მოხდება, რადგან ამ დროისთვის ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობას ასრულებს. მას შემდეგ კი, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება, ელოშვილი მუშაობას მერიაში გააგრძელებს.

რაც შეეხება რაიონების გამგებლებს, საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი გაიოზ ვასაძეა, ვაკის რაიონი - ნოდარ ტურძელაძე, ჩუღურეთის რაიონი - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის რაიონი - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე, გლდანი - ბექა მიქაუტაძე, კრწანისი - ლევან ჯაფარიძე, მთაწმინდა - დავით კირკიტაძე, ისანი - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონი - დავით კერესელიძე.

კალაძემ მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებიც წარადგინა: თბილისის მერიის ადმინისტრაციას ვლადიმერ ჭიღლაძე უხელმძღვანელებს; იურიდიულ საქალაქო სამსახურს - სერგო ბირკაძე; საფინანსო საქალაქო სამსახურს - გაიოზ თალაკვაძე; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს - გიორგი ბაგრატიონი; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს - გელა ჩივიაშვილი; კულტურის საქალაქო სამსახურს - სოფიო ხუნწარია; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს - ირაკლი გვილავა; ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს - მამუკა მუმლაძე; ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი; შესყიდვების საქალაქო სამსახურს - გიორგი პაპავა; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს - გივი კუბლაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს - ნიკოლოზ ჭონქაძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს - ანდრია ბასილაია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics