|
2017-11-16 21:33:07, 1464 ნახვა
სპეციალური ანონსი
17 ნოემბრის ანონსი
17 ნოემბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინიციატივით, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გაიმართება, რომელსაც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე; პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე; EBRD-ის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი ხატია წიკლაური - 577 255 515 17 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 86-ე საერთაშორისო სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, მე-3 სართული) 17 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას გამართავენ. 17 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები ეწვევიან. 17 ნოემბერს, 12:00 საათზე, დედათა და ბავშვთა სტრატეგიისა და პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება. მის: ვარდების რევოლუციის მოედანი, სასტუმრო „რედისონი“. საკონტაქტო სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70 17 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნება. 17 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო დეტალების და დასკვნითი სამუშაოების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. 17 ნოემბერს, 13:00 საათზე, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაუძღვება. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 17 ნოემბერს, 16:30 საათზე, თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. 17 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება. 17 ნოემბერს, 19:00 საათზე, სლოვაკეთის საელჩო ხელოვნების სასახლეში ხავერდოვანი რევოლუციის 28 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლებს. მიღებაზე სიტყვით გამოვა სლოვაკეთის ელჩი საქართველოში რუდოლფ მიხალკა და საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.მის.: კარგარეთელის ქ. #6, ხელოვნების სასახლე საკონტაქტო ტელ.: 577 33 51 33
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)