23:50 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 19:18:43, 2194 ნახვა

ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმზე, მისასალმებელი სიტყვით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმერ გროისმანი გამოვა

ვოლოდიმერ გროისმანი უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2016 წლის აპრილიდან არის.

2014 წლის ნოემბერში ის იყო უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი. თებერვალში კი დაინიშნა უკრაინის რეგიონული პოლიტიკის ვიცე პრემიერის და რეგიონული განვითარების, სამშენებლო, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრის თანამდებობაზე.

2010 წელს გროისმანმა ამომრჩეველთა 77.81% -ის მხარდაჭერა მოიპოვა და ქალაქ ვინიცას  მერად მეორე ვადით აირჩიეს. ასევე, ის იყო უკრაინის ქალაქებისა და თემების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურების საკითხებზე.

2006 წელს, 28 წლის ასაკში, გროისმანი პირველად გახდა ქალაქ ვინიცასს მერი და უკრაინის რეგიონალური ცენტრის უმცროსი მერი.

1994-2005 წლებში ის ქალაქ ვინიცას საკრებულოში აირჩიეს, იკავებდა საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონიერების, საბჭოს წევრთა საქმიანობის და ეთიკის მუდმივი კომიტეტის უფროსის მოადგილის თანამდებობას.

ვოლოდიმერ გროისმანი არის უკრაინის მე-2 და მე-3 ხარისხის ღირსების ორდენოსანი და პოლონეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერი.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/168-he-volodymyr-groysman





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics