|
2017-11-16 16:58:43, 1110 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორს პრაშანტ ჯოშს, პროექტის დირექტორს ოლაფურ ბირგისსონს, მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორს ზვიად დიასამიძეს და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორს დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობაში ინგული დავითაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მერიასა და კომპანიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტული მიზნები დასახეს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლობა შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ პროექტის შესახებაც ისაუბრეს და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, როგორიცაა გვირაბებში არსებული მდგომარეობა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აგრძელებს შუახევი ჰესის გვირაბების დათვალიერებას, კომპანიის ტექნიკური გუნდი, საერთაშორისო კონსულტანტებთან და ექპერტებთან ერთად ახდენენ ყველა ობიექტის ინსპექტირებას. ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით შეხვედრები შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიასთან“ მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)