|
2017-11-15 17:30:23, 1496 ნახვა
რეგიონი
კურორტი გომარდული ვიზიტორების მისაღებად ემზადება
ზამთრის სეზონზე კურორტი გომარდული ვიზიტორების მიღებას შეძლებს, მანამდე კი ადგილზე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მოწესრიგება მიმდინარეობს. სამუშაოებს სააქციო საზოგადოება ,,გომარდული“ აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდა მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რომელმაც დღეს კურორტზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ფრიდონ ფუტკარაძემ თავის მხრივ მხარდაჭერა გამოუცხადა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებს. ამ დროისათვის კოტეჯებში გათბობის სისტემის, სველი წერტილების და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დღის ბოლომდე კურორტს წყლის პრობლემა მოუგვარდება, მოწესრიგებულია კურორტამდე მისასვლელი გზა. სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული ბათუმი-ახალციხის ტრასაზე, ბათუმიდან 90 კმ-ში, ზღვის დონიდან 1250 მ მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ აქ მოთხილამურეებისთვის 270-მ ბაგირგზა და 350 -მ სათხილამურო ტრასა აშენდა. გომარდულში 5 კოტეჯი, რესტორანი და ადგილობრივების საოჯახო სასტუმროებია. კურორტი ვიზიტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველია და გომარდულით, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები არიან დაინტერესებულები. გომარდულის პოპულარულ კურორტად გადაქცევას ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტიც, რომელზეც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კურორტზე ტურისტებს ეძლევათ საშუალება სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობის. კურორტი დამსვენებლებს სთავაზობს ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროებსაც, სადაც ადგილობრივები სტუმრებს ცნობილი აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)