|
2017-11-14 15:32:06, 2222 ნახვა
მსოფლიო
Reuters: მადრიდს კატალონიის ე.წ. რეფერენდუმში რუსეთის ჩარევის შესახებ მტკიცებულებები გააჩნია
ოფიციალურმა მადრიდმა რუსეთი კატალონიის კრიზისში და ქვეყანაში დესტაბილიზაციის განხორციელებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხელისუფლებამ დაადგინა, რომ საეჭვო ინტერნეტ ტრაფიკიდან სოციალურ ქსელებში კატალონიის რეფერენდუმის შესახებ ყალბი ცნობები, რუსეთიდან ვრცელდებოდა. როგორც ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარია დოლორეს კოსპედალისმა განაცხადა, რუსეთი, ისევე როგორც ვენესუელა Twitter-ს, Facebook-ს და სხვა სოციალურ ქსელებს იყენებდა, რათა სეპარატიზმის მხარდამჭერი ინფორმაცია გაევრცელებინა. მინისტრის შეფასებით, ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ "რეფერენდუმამდე საზოგადოების აზრზე გავლენა მოეხდინათ". "ამ დროისთვის, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდება გარკვეული გავლენა. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ და ასევე, ფარულად ცდილობენ სიტუაციაზე ხელოვნურად იმოქმედონ და ევროპაში დესტაბილიზაცია განახორციელონ", - განაცხადა შს მინისტრმა. მედიის ცნობით, კატალონიის სეპარატისტი ლიდერები რუსეთის მხრიდან ე.წ. რეფერენდუმში ჩარევას და დახმარების გაწევას უარყოფენ. ამასთან, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალფონსო დასტიტის განცხადებით, "ხელისუფლებას რუსეთის ჩარევის შესახებ მტკიცებულებები გააჩნია". ცნობისთვის, ესპანეთის ხელისუფლებამ და ევროკავშირმა რუსეთი ე.წ. კატალონიის კრიზისში 11 ნოემბერსაც დაადანაშაულა. ცნობისთვის, 8 ნოემბერს, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ სცნო. მანამდე ოფიციალურმა მადრიდმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომელმაც რეგიონს ავტონომია ჩამოართვა. ამის პარალელურად კატალონიის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციამ კატალონიის 8 ყოფილი მინისტრი დააპატიმრა. გარდა ამისა, გირაოთი კატალონიის პარლამენტის 5 წევრი გამოუშვეს, მათ შორის კი ყოფილი სპიკერიც. რაც შეეხება გენერალიტეტის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს ესპანეთის სასამართლომ მისი დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა, რადგან პუჩდემონი, კიდევ 4 ყოფილ წევრთან ერთად ბელგიაში იმყოფება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)