05:08 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 11:16:22, 458 ნახვა

საზოგადოება
ფოთის ნავსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ

ფოთის ნავსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი მე-13 ხელფასის შენარჩუნებასა და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

ტერმინალის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პორტის ხელმძღვანელობისთვის მიცემული დრო ამოიწურა.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციაში კი აღნიშნავენ, რომ მათ თანამშრომლების  გაფიცვის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებმა  სამსახური უნებართვოთ მიატოვეს.

"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომპანიამ გაფიცვის შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს წინასწარ. ვინაიდან ნავსადგურის ხელმძღვანელობას არ მიუღია ოფიციალური  ინფორმაცია პროფკავშირებისგან გაფიცვის დროის, ადგილისა და ხასიათის შესახებ,  კომპანია აღიქვამს,  რომ საქმე გვაქვს სამსახურის უნებართვოდ და გაუფრთხილებლად მიტოვებასთან",-განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის უფროსმა მარიკა ნადარაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics