17:18 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 12:48:29, 1755 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: მსოფლიო მედია საუბრობს იმაზე, რომ 8000 წლის წინ ღვინო საქართველოში დაიბადა

„დღეს უკვე მსოფლიო მედია საუბრობს იმაზე, რომ ღვინო არის 8000 წლის და  ზუსტად 8000 წლის წინ დაიბადა საქართველოში“,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ FNAS-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ეს ქვეყნის რეპუტაციისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია.

„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩვენ არ შეგვეძლო ხაზგასმით და გადაჭრილად  გვესაუბრა იმ სამეცნიერო კვლევების შედეგებზე, რომელიც 2013 წელს დაიწყო  ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით,  ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და ასოციაცია ქართული ღვინის ინიციატივით განხორციელდა. იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ასეთი შეთანხმება ამერიკის  მეცნიერებათა აკადემიასთან ვიდრე არ გამოქვეყნდებოდა ოფიციალური სამეცნიერო სტატია, ჩვენ ვერ ვისაუბრებდით მასმედიასთან შედეგებზე, თუმცა  იცით, რომ წუხელ გამოქვეყნდა ეს  სტატია  და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს პოპულარული  პრესა, მათ შორის National Geographic  და  სხვა პოპულარული  გამოცემები საუბრობს იმაზე, რომ  ღვინო არის 8000 წლის და ღვინო ზუსტად 8000 წლის წინ საქართველოში დაიბადა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი კულტურის კომუნიკაცია მოვახდინოთ მთელ მსოფლიოში. საქართველო ახლებურად სხვა ჭირილში  უფრო მეტად საინტერესოდ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს  და მთელ მსოფლიოს საზოგადოებას“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის,ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერი ჟურნალი) გამოაქვეყნდა სტატია სახელწოდებით  “Early Neolithic wine of Georgia in the Saouth Caucasus” (საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან) ქართველ მეცნიერებთან ერთად სტატიის ავტორები არიან მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან.

სტატიაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.წ. 8000 წლის წინ აყენებდნენ.

2014 წლიდან, ასოციაციის „ქართული ღვინო“ ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს  საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.

პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის, ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული უნივერსიტეტის თანამშრომლები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics