|
2017-11-14 12:18:15, 2067 ნახვა
პოლიტიკა
შვედეთის საგარეო მინისტრი: ჩვენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ძლიერ მხარდამჭერად ვრჩებით
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონფლიქტების გადაჭრის გასაღები ჟენევის დიალოგში დევს. ვალსტრომის განცხადებით, შვედეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერენ. „ამ დიალოგის გაძლიერება ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის აუცილებებლია. ძალიან ვწუხვარ, რომ ორი წელი აქ არ ვყოფილვარ. შვედეთი საქართველოს ევროპული სულისკვეთებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან ძლიერ მხარდამჭერად დარჩება. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესირებადი წევრი საქართველო, დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებს. ძალიან წარმატებული ხართ და ეს ჩვენს ანგარიშებში აღიარებულია. ასევე ჩანს თქვენი წარმატება კორუფციასთან ბრძოლის ასპექტშიც. თქვენი ინსტიტუტების გასაძლიერებლად მომავალში კიდევ მეტი მუშაობა მოგვიწევს. ევროკავშირთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები იმ გზის დასაწყისია, რომელმაც ევროპამდე უნდა მიგვიყვანოს. როგორც თქვენი მეგობრები და მხარდამჭერები შვედეთი და პოლონეთი საქართველოსგან დიდ წარმატებებს მოველით“, – აღნიშნა ვალსტრომიმ. შვედეთის პირველმა დიპლომატმა ასევე აქცენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტზეც გააკეთა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ტარდება და ჩვენ ამ სამიტზე და მომავალ ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. იმედი გვაქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი წარმატებული იქნება. აქ საქართველოს მხარდაჭერის დასადასტურებლად ჩამოვედით. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მთელი იდეაა. ჩვენ გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ევროპის კავშირის დღის წესრიგში დარჩეს. ჩვენ ამ პროცესის მხარდამჭერად და მეგობრად ვრჩებით“, – განაცხადა მარგოტ ვალსტრომიმ.
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)