|
2015-05-05 20:07:47, 580 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საკალათბურთო გუნდმა „შსს აკადემიამ“ სუპერლიგის თამაშში გამარჯვება მოიპოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო გუნდმა „შსს აკადემიამ“ საქართველოს 2014-2015 წლის სუპერლიგის მეორე თამაშში წარმატებით იასპარეზა. „შსს აკადემიამ“ დაძაბულ შეხვედრაში გუნდი „სოხუმი“ 105:75 ანგარიშით დაამარცხა. შსს-ს გუნდის მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის განცხადებით, „შსს აკადემია“ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ფავორიტია და სუპერლიგაში გამარჯვება აქვს განზრახული. აღსანიშნავია, რომ შსს-ს საკალათბურთო კლუბმა „შსს-ს აკადემიამ“ 2013 წელს 26 მაისს სუპერლიგაში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო იმავე წლის დასაწყისში საქართველოს თასის მფლობელი გახდა, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა კლუბის არსებობის მანძილზე. ამას გარდა, „შსს აკადემია“ ერთადერთი კლუბია სუპერლიგის გათამაშებაში, რომელიც მხოლოდ ქართველი კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)