2017-11-13 03:58:47, 2512 ნახვა
მსოფლიო
61 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა ირანში მიწისძვრის შედეგად
ირანში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 61 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი პროვინცია კერმანშაჰი იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 7,2 მაგნიტუდა შეადგინა.
ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ცნობით, დაშავებულთა უმეტესობა დერბენდიხანში, ქალაქ სულეიმანიიდან 75 კილომეტრში იმყოფებოდა.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, რყევები იგრძნობოდა თურქეთს კუვეითსა და გაერთიანებულ საემიროებშიც.
ავტორი: ,