|
2017-11-11 11:58:58, 1822 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინეს
აჭარის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე “WTM London 2017” იყო წარდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საქართველოს, კერძოდ კი აჭარას პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად გაუწია. ლონდონის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობდა, რაც ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებას. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრები გამართეს, როგორც მსოფლიოში წამყვანი მედია საშუალებების Euronews, BBC, CNN და New York Times, ასევე ბრიტანული ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. „ტურიზმი არის ძალიან ცოცხალი, სწრაფად განვითარებადი და ცვალებადი სფერო. შესაბამისად, აუცილებელია თანამდროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის ფლობა. ლონდონის გამოფენას 50 000 ვიზიტორი სტუმრობდა. ეს არის ხალხი, რომელიც ტურიზმის ბიზნესში წამყვან პოზიციებს ფლობს, ეძებენ ახალ ბაზრებს, წარმოადგენენ ახალ ტექნოლოგიებს და ქმნიან ხედვას ტურიზმის განვითარების საკითხებში. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა მინისტერიალი, რომელიც მასპინძლობდა იმ ძირითადი ქვეყნების ტურიზმის მინისტრებს, რომლებმაც წარმატებული მართვის მოდელები შექმნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დღეს ტურიზმი დგას. 2018 წელს, დიდი ბრიტანეთი ოფიციალურ სამიზნე ქვეყნად გვემატება, სადაც აქტიური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების განხორციელებას ვგეგმავთ. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევების თანახმად, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა მუდმივად არის იმ ტურისტების ათეულში, რომლებიც ყველაზე მეტს მოგზაურობენ და მაღალგადახდისუნარიანობით გამოირჩევა. გაერთიანებული სამეფო ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული კუთხით. ლონდონის გამოფენა იყო საუკეთესო შესაძლებლობა, საჭირო კონტაქტების დასამყარებლად, რომელიც იმედი გვაქვს მომავალში თანამშრომლობის კუთხით შედეგიანი იქნება“. განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)