22:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 18:00:23, 1873 ნახვა

ეკონომიკა
ევროკომისია სამეწარმეო და ტრანსპორტის სფეროებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს

ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში საუბარია კონკრეტულად იმ მიმართულებების შესახებ, რომლებშიც  საქართველომ პროგრესს მიაღწია. მათ შორის აღნიშნულია სამეწარმეო კანონმდებლობის,  ინდუსტრიული და სამეწარმეო პოლიტიკის განხორციელების და ტრანსპორტის სფეროში არსებული დადებითი ტენდენციები.

„ანგარიშში სამეწარმეო კანონმდებლობის კუთხით აღნიშნულია, რომ განხორციელდა რეგულირების გავლენის შეფასება მეწარმეთა შესახებ კანონის პროექტზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა კანონის პროექტის შედარება შესაბამის ევროპულ დირექტივებთან და ასევე, კანონის პროექტის ეკონომიკური გავლენის შეფასება.

დოკუმენტში საუბარი ასევე შეეხება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2017 წლის აპრილში მთავრობამ დაიწყო სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რათა ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ DCFTA-ის შესაძლებლობებით სარგებლობას. ამასთან, მთავრობა გეგმავს „ბიზნეს სახლი"-ს შექმნას ბიზნესისთვის საჭირო სახელმწიფო სერვისების ერთი სარკმლის პრინციპით მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ DCFTA-ის შესახებ ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებისთვის შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას საკანონმდებლო და პრაქტიკული ინფორმაციის მიღების მიზნით. ვებ-გვერდი ფუნქციონირებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის მიზნით კი, მათ შორის მათი ინტერნაციონალიზაციის პროცესის ფასილიტაციისთვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში" და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტო უზრუნველყოფს ქართველი მეწარმეების ხელმისაწვდომობას ევროპის მეწარმეთა ქსელზე (EEN). შეიქმნა DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები თბილისსა და საქართველოს 4 რეგიონში.

რაც შეეხება ტრანსპორტის სფეროს, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიიღო 2017 წლის სამოქმედო გეგმა გზების უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად. სამოქმედო გეგმა მოიცავს შესაბამის ზომების გატარებას როგორც საკანონმდელო, ისე ტრასპორტის პოლიტიკის გზით, მათ შორის ინვესტირებას საგზაო უსაფრთხოების და ავტომობილების პერიოდული გზაზე ვარგისობის ინსპექტირების შემოღების კუთხით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics