07:14 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:34:58, 511 ნახვა

რეგიონი
ტარიელ ებრალიძემ გამგებლის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა

ტარიელ ებრალიძემ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში თავისი ბოლო შეხვედრა გამართა თანამშრომლებთან და დაემშვიდობა. თითოეულ მათგანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს თანადგომისა და გაწეული მუშაობისთვის. ვფიქრობ, ერთად ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით, რაც უდავოდ არის თითოეული თქვენგანის დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. შემდგომ წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ. მინდა წარმატებები ვუსურვო ასევე ახლად არჩეულ მერს ფრიდონ ფუტკარაძეს და საკრებულოს წევრებს.  აქვე მინდა მივმართო მოსახლეობას, სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ვიქნები თითოეული შუახეველის გვერდით”, - განაცხადა ტარიელ ებრალიძემ.

ტარიელ ებრალიძე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი შუახევის პირველი არჩეული გამგებელი გახდა.

პროფესიით ისტორიკოსი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი 1995-2010 წლეებში იყო გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, 2003 წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელი, 2011-2013 წლებში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2009 წლიდან დღემდე ხიჭაურის წმ.ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომელი, სრული პროფესორი.ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics