|
2017-11-10 15:12:02, 1721 ნახვა
საზოგადოება
2014–2017 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით 10 ახალი პროგრამა ამოქმედდა
დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირებები ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 100%–ით შესრულდა. მისი თქმით, აღნიშნული სამსახური, ყოველწლიურად, ადმინისტრირებას უწევდა 29–31 პროგრამას. 2014–2017 წლებში კი 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი გაორმაგდა. "აშენდა და 2016 წლიდან სოფელ დიდ ლილოში ფუნქციონირებს მიუსაფართა თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. ორხევში კი სოციალური საცხოვრისი გაიხსნა, რომელიც 75 ოჯახზეა (300–მდე პირი) გათვლილი. დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, „კომუნალური სუბსიდირების პროგრამის“ ფარგლებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კომუნალური დახმარება გაორმაგდა და 500 ლარი გახდა, რაც ზამთრის პერიოდზე (5 თვეზე) ნაწილდება და აბონენტის ნომერზე ირიცხება. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა შეიძინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 19 ახალი მანქანა, რომლებიც აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს",-ნათქვამია ანგარიშში.
(NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)