|
2017-11-10 15:01:12, 1537 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ თბილისში დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქში დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქში ამჟამად 20 687 ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული. აქედან 12 870 კი შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, სწორედ, 2014-2017 წლებში შეიძინა. მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში შპს „თბილსერვის ჯგუფს“ 48 ერთეული მძიმე და 30 დამხმარე ტექნიკა შეემატა. როგორც ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა თბილისის მერის დავალებით, ცენტრალურ რაიონებში, გადატვირთულ ქუჩებზე ე.წ. „პიკის საათებში”, დილის 8:30 საათიდან - 10:30 საათამდე და საღამოს 17:30-დან - 20:30 საათამდე შეიზღუდა ნაგავმზიდი მანქანების გადაადგილება. ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქალაქში ქვეითი ინსპექტორები ოპერირებენ, რომელთა ფუნქციაც ქალაქის დაბინძურების აღკვეთაა. ასევე, ბოლო ათეული წლების განმავლობაში პირველად, გაიწმინდა მდინარე მტკვრის და მდინარე დიღმულას კალაპოტები სხვადასხვა სახის ნარჩენისგან. ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი, რაც მანამდე არასდროს ყოფილა. დავით დავით ნარმანიას განცხადებით, იწყება ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც. გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წლის აგვისტოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები ეტაპობრივად, პროექტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით შესრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი პრობლემები, რომელიც ნორიოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებდა აღმოიფხვრება.
(NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)