16:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 14:56:01, 1740 ნახვა

საზოგადოება
უძრავი ქონების რეესტრში მემილიონე განაცხადი დარეგისტრირდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ქონებაზე განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში მემილიონე განაცხადი დარეგისტრირდა.

ამასთან დაკავშირებით, დღეს, ქუთაისის იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის იმერეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორებს,  რომლებმაც მემილიონე ტრანზაქციის განაცხადზე ამონაწერი მოამზადეს, სამახსოვრო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში მემილიონე ტრანზაქციაზე განაცხადი 23 ოქტომბერს იქნა შემოტანილი. მოქალაქე ქონების რეგისტრაციას  მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში ითხოვდა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. უძრავი ქონების რეგისტრაციისას მოქალაქეები გამარტივებული პროცედურებით და სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ. კერძოდ, საფასურის გარეშე ხორციელდება: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება და სხვა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics