|
2017-11-10 13:37:34, 1511 ნახვა
საზოგადოება
14 მუნიციპალიტეტში ფერმერები თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობით ისარგებლებენ
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის Zrda ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს ქარელში, გორში, ხაშურში, კასპში, ახალციხეში, ნინოწმინდასა და ასპინძაში ლაბორატორიული აღჭურვილობა გადაეცათ. ღონისძიებას პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი ესწრებოდნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, რევაზ ასათიანმა USAID/Zrda წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ფერმერების მხარდაჭერისთვის და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID/Zrda-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ფერმერები მნიშვნელოვან დახმარებას იღებენ. ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების საველე სამუშაოების ლაბორატორიული ხელსაწყოებით აღჭურვა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს ადგილზე გადაჭრან ისეთი პრობლემები, რაც მავნებელთან ბრძოლის, ნიადაგისა და წყლის ხარისხსა და სხვა არაერთ საკითხს უკავშირდება“, - აღნიშნა რევაზ ასათიანმა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID/Zrda-ს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, 14 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი ლაბორატორიული ხელსაწყოებით აღიჭურვა. გარდა ამისა, ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, Zrda-მ მოიწვია ისრაელის საერთაშორისო განვითრების სააგენტოსა (MASHAV) და USAID-ის ფერმერი ფერმერისთვის (F2F) ექსპერტები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიის დასანერგად, რაც მიზნად ისახავს მოსავლის გაზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, Zrda ხელს უწყობს სხვადასხვა საწარმოო ჯაჭვის განვითარებას, რომელიც მოიცავს კენკროვან კულტურებს, ხეხილის ბაღებს, ბოსტნეულის წარმოებას და მეფუტკრეობას. პროექტის დახმარებით მოეწყო 18 სადემონსტრაციო ნაკვეთი, 42 სასათბურე მეურნეობა და 8 მეფუტკრეობის კოოპერატივი. (NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)