|
2017-11-10 10:42:17, 1735 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის გამოცდილება GIZ-ის პროექტის სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის გამოცდილება სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ელექტრონული მმართველობა მოქალაქეებზე ორიენტირებული და გამჭვირვალე ადმინისტრაციული პროცესებისთვის" ორგანიზებით გაიმართა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის გამოცდილება დეტალურად გააცნეს და პროექტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები ბლოკჩეინში ინტეგრირებით მეტად დაცული, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა. სამუშაო შეხვედრაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და უკრაინის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. GIZ-ის პროექტი „ელექტრონული მმართველობა მოქალაქეებზე ორიენტირებული და გამჭვირვალე ადმინისტრაციული პროცესებისთვის" ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის ქსელის ჩამოყალიბებას ემსახურება.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)