|
2017-11-09 15:14:15, 1248 ნახვა
სამხედრო
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგა. თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრის ორგანიზებით ალიანსის შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება და სტაბილურობის შესანარჩუნებლად სამომავლო ღონისძიებების განსაზღვრა იყო. ჩრდილოეთ სარდლობის (TAAC NORTH) დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ მათ ინფორმაცია ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა თარიქ შაჰ ბაჰრამიმ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა მიაწოდეს. გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით ჩრდილოეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს კონტრიბუციაზე ისაუბრეს და აქცენტი ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მისიის წარმატებით შესრულებაზე გააკეთეს. ყურადღება გამახვილდა მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე გახორციელებული თავდასხმისას ქართველი ჯარისკაცების მიერ გამოვლენილ პროფესიონალიზმზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობას განაგრძობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)