2017-11-09 10:21:36, 1736 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია მერის რანგში თბილისის მთავრობის ბოლო სხდომას მართავს
თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის მერის რანგში ბოლო შემაჯამებელ მთავრობის სხდომას მართავს.
მოქმედ მერს უფლებამოსილება 12 ნოემბერს ეწურება.
კანონმდებლობის თანახმად, დავით ნარმანიას უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საქმიანობას ახლადარჩეული მერი კახა კალაძე განაგრძობს.
ნარმანია ბოლო სხდომაზე 3-წლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს. ის, იმ პროექტებსა და პროგრამებზე საუბრობს, რომელიც 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში განხორციელდა.
ავტორი: ,