|
2017-11-08 21:58:15, 1504 ნახვა
სპეციალური ანონსი
9 ნოემბრის ანონსი
09:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით გამართულ პოლიტიკურ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას. 10:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კახა კალაძესთან ერთად სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. 10:30 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოსამართლო კანდიდატთა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის 21 მსმენელს სერტიფიკატებს გადასცემს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე. 10:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს პარლამენტის მასპინძლობითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, კონფერენცია „შრომითი უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი“ გაიმართება, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გახსნის. 10:30 საათზე, დაკავებული ადვოკატის, გოგა ონიანის საქმეზე დაზარალებული დავით შათირიშვილი და მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. 11:00 საათზე, უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობა. 11:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომლის მიზანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის გამოცდილების შეჯამება. შეხვედრაზე პრეზენტაციას გააკეთებენ შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. 11:00 საათზე, თბილისის წიგნის დღეები 2017 გაიხსნება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. 11:30 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ორგანიზაცია WEG-ი შეხვედრას გამართავს. 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადახედვის საქმეზე, სასამართლო პროცესი განახლდება. 13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. 13:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 16:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. 16:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. 17:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შექმნილი IV სამუშაო ჯგუფის (მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა) შეხვედრა გაიმართება.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)