|
2017-11-08 17:54:22, 2058 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. საგურამოში, გურამიშვილების მარანში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუდენტებთან ილია ჭავჭავაძეზე, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ნოვატორზე ისაუბრა. „ილია - ჩვენი თანამედროვე“ ამ სათაურით აღვნიშნავთ წელს ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს. ის საკითხები, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავის ნაშრომებში იხილავდა, ძალიან აქტუალურია დღესაც. სტრატეგია, რომელიც ქვეყანას ზოგადად და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გააჩნია, პირდაპირ თანხვედრაშია ილიას მოწოდებებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა სტუდენტებთან იმ პუბლიცისტურ წერილებზე ისაუბრა, სადაც ილია ჭავჭავაძე საქართველოში სოფლის მეურნეობის შესაძლებლობებზე, ამ შესაძლებლობების სწორად და ეფექტიანად გამოყენებისთვის „დროთა შესაფერი ცოდნის“ აუცილებლობაზე, ქართული ღვინის უნიკალურობაზე, ფინანსური რესურსისა და ქართული პროდუქციისთვის ბაზრებზე ხელმისაწვდომობის საკითხებს განიხილავს. მინისტრმა პარალელები ილიას მოსაზრებებსა და დღეს აგრარულ დარგში არსებულ ვითარებას, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს შორის გაავლო. (NS)
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)