16:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 16:00:26, 2009 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე: საპენსიო რეფორმა მოქალაქეების წინააღმდეგ ბანკებისა და მთავრობის შეთქმულებაა

პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმა მოქალაქეების წინააღმდეგ ბანკებისა და მთავრობის შეთქმულებაა. 

როგორც ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საპენსიო რეფორმის მიზანი მოქალქეების ფულით ხელისუფლებისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების უზრუნველყოფაა.

"მთავრობა და ბანკები მსხილი ბიზნესისა და ჯიბის ექსპერტების დახმარებით უსინდისოთ სარგებლობენ მოქალაქეების გაუთვიცნობიერებული და მათზე ზრუნვით საფარქვეშ ცდილობენ საკუთარი ინტერესებისთვის მრავალმილიარდიანი რესურსის ხელში ჩაგდებას. თქვენი ჯიბეებიდან უნდათ ცოტ-ცოტა ფულის ამოღება, ერთ ყულაბაში შეგროვება და შემდეგ დიდი ფულის კეთება წლების განმავლობაში. თქვენს შვილებს კი, მრავალი წელი მოუწევთ ვალების გასტუმრება გადახდილი გადასახადებით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პენსიის მიღების ან ფულის დაბრუნების გარანტიები არ არსებობს.

"ამის შესახებ ნიბისმიერ შეუძლია ინფორმაციის წაკითხვა, რომელიც ამ კანონში წერია. ნუ მოატყებინებთ თავს ხელისუფლებას და კომერციულ ბანკებს. დაიცავით თქვენი ფული, თქვენი საკუთრება საპენსიო დაგროვებითი სისტემისგან", - დასძინა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ "დაგროვებითი პენსიის" შესახებ მთავრობის ეკონომიკრუმა გუნდმა 31 ოქტომბერს ისაუბრა. რეფორმა დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულების შემოსავალს შეეხება, რომელთა ნაწილი ვალდებული იქნება, გარკვეული თანხა საპენსიო ფონდში გადარიცხოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics