16:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 15:47:31, 1627 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროსაბჭოს გენმდივნის ანგარიში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე  ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის - "კონფლიქტი საქართველოში" დაგეგმილ  განხილვას გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე  შექმნილი ვითარების თაობაზე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა.

„მომზადდა უკვე მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში ევროსაბჭოს  გენერალური მდივნის საქართველოში გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვისაც იმ ვითარების  თაობაზე, რომელიც არის შექმნილი მიუხედავად იმისა, რომ არ ეძლევა საშუალება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენლებს   უშუალოდ შევიდნენ ამ  ტერიტორიებზე და ნახონ ის ვითარება, რაშიც იმყოფება ჩვენი მოსახლეობა, ის მძიმე გამოწვევები, რომელიც მათ აწუხებთ, როგორც  ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ისე ადამიანის უფლებების  თვალსაზრისით. ამ ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ყველაზე მწვავე პრობლემებს, რომელიც უკავშირდება იგივე გალის ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას, მრავალმხრივ შეზღუდვებს, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება,  დაწყებული მშობლიურ ენაზე განათლების უფლების  და შესაძლებლობის შეზღუდვიდან,  დასრულებული საკუთარი საკუთრების განკარგვის შესაძლებლობით, გადაადგილების თავისუფლების დამატებით შეზღუდვით და, ბუნებრივია,  ამ და ყველა იმ პრობლემაზე საუბრით და აღწერით  ეს კონსოლიდირებული ანგარიში ჩვენს პარტნიორებს აწვდის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ რა  ხდება დღეს, რა ტიპის რეაგირებებია საჭირო  და რომ აუცილებელია მოძრაობა იმისაკენ, რათა  გავამარტივოთ ამ ადამიანების მდგომარეობა საერთო ძალისხმევით და ვიმოძრაოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისაკენ“,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშში გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.  აგრეთვე ეთნიკური ქართველებისთვის უფლებების შეზღუდვაზე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ანგარიშში ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფელ ერედვში ქართველთა კუთვნილი სახლების განადგურების ფაქტები, გამშვები პუნქტების დახურვა, ე.წ. ბორდერიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკური ნიშნით შევიწროვება და სხვა სახის პრობლემები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics