|
2017-11-08 15:50:50, 1289 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში RSM-ის ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მინისტერიალის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგება. მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს შტაბ-ბინაში TAAC NORTH-ის ფორმატში, ავღანეთში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაც იგეგმება, რომელსაც გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოწვევით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ლევან იზორია დაესწრება. აღსანისნავია, რომ ბრიუსელი 8-9 ნოემბერს ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)