19:44 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 13:04:25, 2007 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: სიცრუეა, რომ ზოგიერთი კლინიკა განუსაზღვრელად მაღალ ანაზღაურებას იღებს და ზოგიერთი - დაბალს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ზოგიერთი კლინიკა განუსაზღვრელად მაღალ ანაზღაურებას იღებს, ზოგიერთი კი - დაბალს, რეალობას არ შეესაბამება.

სერგეენკოს განმარტებით, ერთი და იგივე სამედიცინო მომსახურებაში შესაძლოა,  სხვადასხვა კლინიკას განსხვავებული ფასი ჰქონდეს, თუმცა სახელმწიფო  ხარჯებს მათი   ფასის მიხედვით არ ანაზღაურებს.

სერგეენკოს  თქმით, დაფინანსების  მეთოდი  უფრო დაიხვეწება. ამასთან, მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო მომსახურების  ფასებს აქამდეც აწესებდა და მომავალშიც დააწესებს:

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდანვე, სახელმწიფომ უკვე განსაზღვრა ეს ფასები. ის მოარული ხმები, რომელიც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო გააქტიურდა ამ ბოლო დღეებში, არ ვიცი რატომ, რომ ზოგიერთი კლინიკა განუსაზღვრელად მაღალ ანაზღაურებას იღებს და ზოგიერთი - დაბალს, რეალობას არ შეესაბამება. ერთი და იგივე სამედიცინო მომსახურებაში შეიძლება სხვადასხვა კლინიკას სხვადასხვა ფასი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ამ ფასით არასდროს გაგვიწევია ანაზღაურება. რომ წარმოიდგინოთ, ერთი და იგივე ქირურგიულ მომსახურებაზე, ვთქვათ, ერთი კლინიკა ითხოვს 10 000 ლარს და მეორე 1 000-ს, არის საერთაშორისოდ მიღებული ანაზღაურების მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ანაზღაურებას ვახდენთ ამ არეალში. პლუს ამას ემატება, რომ სამედიცინო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, რეალურად გაწეული ხარჯების შესახებ და ამ ორი ინსტრუმენტით ვმართავთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყოველთვის აწესებდა და დააწესებს ფასებს. ეს განფასების სისტემები ჩვენ შემთხვევაში, რამე ორიგინალური არ მოგვიგონია. ვიყენებთ იმას, რასაც მთელი მსოფლიო. ცვლილებები, რაც განხორციელდება, მიმართული იქნება იმისკენ, რომ უფრო დაიხვეწოს, უფრო შედეგზე ორიენტირებული, ხარჯეფექტური იყოს, თორემ აქამდე არ აწესებდა და აწი დაიწყებს დაწესებას, გარწმუნებთ, რომ ეს არის არ ვიცი საიდან მოტანილი საკითხი", - განაცხადა სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics