16:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 13:41:29, 349 ნახვა

საზოგადოება
პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო“ შემაჯამებელი ეროვნული შეხვედრა გაიმართა

სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“  - შემაჯამებელი ეროვნული შეხვედრა  გაიმართა.

შეხვედრა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და შვედეთის ელჩმა საქართველოში  მარტინა კვიკმა გახსნეს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“,  „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“ ახორციელებს, რომლის მიზანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მყარი საყოფაცხოვრები ნარჩენების მართვის კომპანიის მხარდაჭერით ხორციელდება,  ხოლო ფინანსური მხარდამჭერი  შვედეთის მთავრობაა.

პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 71 მუნიციპალური და რეგიონული შეხვედრა ჩატარდა, სადაც განიხილეს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული თანამედორვე სისტემები, საერთაშორისო პრაქტიკა, ევროკავშირის ქვეყნების  გამოცდილება, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებული გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება.

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისის“ მიერ, არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიიდან აღებული ნიადაგისა და წყლის ნიმუშების ჰიდროქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი ჩატარდა, რის საფუძველზეც დადგინდა სხვადასხვა დამაბინძურებელი კომპონენტის მიერ აღნიშნული ტერიტორიების დაბინძურების ხარისხი.

შემაჯამებელ ეროვნულ შეხვედრაზე შეფასდა სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენა  მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე. შემუშავდა რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

პროექტის  ფარგლებში, არასამათავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ მიერ, შეგროვდა მონაცემები ქვეყნის მასშტაბით სტიქიური ნაგავსაყრელების შესახებ. მოეწყო დასუფთავების აქციები.

2014 წლის  1 მარტს, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ, გამოცხადდა კონკურსი სახელწოდებით „სუფთა რეგიონი“, რომლის მიზანიც იყო საქართველოში ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის, დაბის, სოფლის, უბნის, ქუჩის გამოვლენა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, კონკურსის ფარგლებში შემოსული ინფორმაციისა და ჩატარებული აქციების შეჯამების შედეგად, 2014 წლის სუფთა რეგიონის წოდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მიენიჭა. სუფთა მუნიციპალიტეტი - ახმეტის მუნიციპალიტეტს და სუფთა სოფლის წოდება კი, სოფელ ჭითაწყაროს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მიენიჭა.

მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან  გარემოსდაცვით პროექტებს მომავალშიც აქტიურად განახორციელებს.

„ჩვენ წარმოვადგენთ დონორ ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება მთავრობასა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, იმისათვის რომ მოხდეს ცხელი წერტილების აღმოჩენა. აღმოჩენილი ცხელი წერტილების დაბინძურების დონე საკმაოდ მაღალია. პროექტის   ძირითადი ამოცანაა საქართველოს მაშტაბით შესაბამისი დაბინძურების ნეიტრალიზაცია და შემცირება. მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესში ჩართულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და იმედი გვაქვს რომ ერთობლივად ამ პრობლემას მოვაგავრებთ“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა კვიკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics